ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთში, ბადახშანის მთებში, კერძო რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა – 2 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. როგორია მათი მდგომარეობა, უცნობია. თვითმფრინავი რადარებდან 20 იანვრის ღამეს გაქრა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.

,,თვითმფრინავი ეკუთვნის შპს “ატლეტიკ ჯგუფს” და კერძო პირს. ხომალდი ასრულებდა ჩარტერულ რეისს გაია (ინდოეთი) – ტაშკენტი (უზბეკეთი) – ჟუკოვსკი (რუსეთი) მარშრუტზე,” – ნათქვამია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც რუსული სააგენტო TASS წერს, წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.

მსგავსი თემები