,,უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი” – შალვა პაპუაშვილი

,,უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი” . ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

,,2 წელზე მეტი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს. სამწუხაროდ, ბევრმა შეირცხვინა თავი ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ მხარს უჭერდნენ ტირანიისა და ადამიანის ჩაგვრის სისტემის შემქმნელს და მეორე, მოქმედებდნენ ანტიქართული ფარული გეგმებით; იმით, რომ მას ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში აფარებდნენ და სხვადასხვა სტრუქტურების დერეფნებში თავისუფლად დადიოდა.

ვიცით, რომ უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა მას შემოსვლა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შემოაპარეს, რათა საქართველოში მომხდარიყო არეულობა, ქართველები ერთმანეთს დავრეულიყავით, ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მფარველია. ისინი საჯაროდაც ჩანან და ექომაგებიან მას ყოველ ჯერზე.

ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის მფარველებზე და ასევე, საქართველოს ხელისუფლებას როგორი წინააღმდეგობის გაწვევა უწევდა, რათა ეს გეგმები, რაც ამ ხალხს ჰქონდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შესრულებულიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები