ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ბორის ჯონსონის გადადგომას დადებითად აფასებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანას ახლა სიმშვიდე და ერთიანობა სჭირდება.
„პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბორისის ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა – ბრექსითის უზრუნველყოფა, ვაქცინები და უკრაინის მხარდაჭერა. ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და მართვის გაგრძელება, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.