,,თუ ჩვენ განზე გადავდგებით, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს?” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის ქალაქების მერებთან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინელებს.

,,თუ ჩვენ განზე გადავდგებით და რუსეთი შეძლებს შეტევის გაგრძელებას და უკრაინის დაპყრობას, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს? რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე ორბანთან ერთად?”, – თქვა ბაიდენმა.

ცნობსთვის, აშშ-ის კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი, რადგან რესპუბლიკელები, რომლებიც აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, მას ეწინააღმდეგებიან და სანაცვლოდ პრეზიდენტისგან იმიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრებას ითხოვენ.

მსგავსი თემები