,,ვიპოვეთ გვირაბი, სადაც ,,ჰამასს” 20 მძევალი არაადამიანურ პირობებში ჰყავდა” – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც “ჰამასს” მძევლები ჰყავდა.

,,ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შევიდნენ გვირაბში, სადაც მათ ტერორისტები შეხვდათ… ბრძოლა ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. გვირაბში განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები”, – განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა.

როგორც ჰაგარმა აღნიშნა, გვირაბში მათ მძევლები არ დახვდათ, თუმცა როგორც ირკვევა “ჰამასს” დაახლოებით 20 მძევალი არაამიანურ პირობებში ჰყავდა.

მსგავსი თემები