,,გასული დღის განმავლობაში მტერთან 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა” – უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის მიმართულებით უტევდნენ. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

,,გასული დღის განმავლობაში 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 4 საჰაერო დარტყმა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. განადგურდა და დაზიანდა 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მსგავსი თემები