სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზი დაიწვა

სოხუმში დაიწვა ცენტრალური საგამოფენო დარბაზი, სადაც აფხაზეთის ეროვნული გალერეის ფონდი ინახება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე ღამის 4 საათზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობაში 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა, თუმცა ის მთელ შენობაზე მაინც გავრცელდა და ,,ოქროს ფონდი” მთლიანად დაიწვა.

განადგურებულია 4000 ნამუშევარი. მათი გადარჩენა, სავარაუდოდ, შენობაში მაღალი დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები