ბერლინში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბერლინში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბრანდერბურგის კარიბჭესთან მათ 500-მდე სატვირთო დააყენეს. აქციის მონაწილეებმა საგზაო გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტმა საწვავზე მომუშავე სატვირთო მანქანებისთვის გადასახადი გასული წლის ოქტომბერში გაზარდა, ელექტრო და წყალბადზე მომუშავე მანქანებს, კი საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხო.

მსგავსი თემები