დღის მეორე ნახევრიდან ამინდი იცვლება – შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი თემები