ტიბეტი – როგორ გხვდებიან ტიბეტში და რას ნიშნავს ხატა?!  

ტიბეტი, წმინდა მიწა – იგივე “მსოფლიოს სახურავი“. ის ჩინეთის ავტონომიური ოლქია და “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მსოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის.

ტიბეტში ჩასულ დელეგაციებსა და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულდ ხვდებიან. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, როცა ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, ბერებთან, დალაი ლამას სასახლეში თუ სერას მონასტერში თეთრ ე.წ. შარფს მოგახვევენ. ეს უბრალო შარფი არ არის. ეს  არის სპეციალურად დამზადებული, სპეციალური ორნამენტებით გაფორმებული „შარფი,“ რომელსაც „ხატა“ ჰქვია. ერთ-ერთ ფოტოში დალაი ლამა ჩანს, რომელსაც რომელსაც სწორედ ხატა აქვს ხელზე მოხვეული.

ხატას საკმეველთან ერთად ჩუქნიან საპატიო სტუმრებს. ის არის  სიწმინდის, პატივისცემის, თანაგრძნობის, წარმატებების, მფარველობის,  უსაფრთხოების სიმბოლო. ის ათ მცნებასთანაც არის გაიგივებული.

P.S. ტიბეტში სტუმრობისას რამდენიმე ხატა შესაძლოა დაგიგროვდეთ, როგორც ამ შემთხვევაში მე დამიგროვდა. შესაბამისად, ერთი ხატა ჩემთვის დავიტოვე, როგორც წმინდა მიწის და მფარველობის სიმბოლო, ერთი ხატა ჩემს მამაოს მივართვი, მეორე – დედოას, ერთიც ჩემს ძვირფას და ერთგულ მეგობარს. ასე  რომ, ხატა ნამდვილად ძვირფასი სამახსოვრო საჩუქარია და თუ ტიბეტში მოხვდებით და მას „მოიპოვებთ“, ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი გექნებათ.

ეკა გულუა ტიბეტიდან

მსგავსი თემები