ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში კაცი დაჭრეს. როგორც რეგიონული გამოცემა “აჭარა თაიმსი” წერს, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები