,,მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს” – ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს, მას არასდროს სურდა მშვიდობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა.

„თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს, იმისთვის, რომ ეს აგრესია რამდენიმე წელიწადში არ განმეორდეს, მაშინ ჯობია ახლავე გავუმკლავდეთ მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები