სლოვაკეთი რუსეთსა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის განაახლებს გეგმავს

სლოვაკეთი რუსეთსა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის განაახლებს გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყების ხელმძღვანელმა, მარტინა შიმკოვიჩოვამ, მიიღო.

,,მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტია და, ჩვენი აზრით, ამის გამო ხელოვანები და კულტურა არ უნდა დაზარალდნენ,” – განაცხადა შინკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან და ბელარუსთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში შეაჩერა. მაშინ სლოვაკეთის კულტურის მინისტრი ნატალია მილანოვა იყო.

კულტურის სამინისტროსა და მის თანამშრომლებს ამ დრომდე ეკრძალებოდათ აგრესორი ქვეყნების კულტურის სამინისტროებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. თანამშრომლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეებთან, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ რუსულ და ბელარუსულ ხელისუფლებასთან და მხარს არ უჭერენ უკრაინაში მიმდინარე ომს.

თუმცა, სლოვაკეთში ხელისუფლება 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად შეიცვალა. ხელისუფლებაში მოვიდა პოპულისტურ-ნაციონალისტური კოალიცია რობერტ ფიცოს მეთაურობით, რომელმაც მალევე შეწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

მსგავსი თემები