„დედას ჩააკვდა ხელებში“ – ბაკურიანში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაღუპულ 36 წლის გი­ორ­გი ტუხაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან. წარმატებული სტარ­ტა­პე­რი დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა კაცი დედას ჩააკვდა ხელებში.

„ჩემი კლასელი იყო და ის პირველი კლასიდან წესიერებით, სიბეჯითით და სიკეთით გამოირჩეოდა! დღეს მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ და კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ამბავს. ღმერთმა აცხონოს მისი სული. იშვიათი ადამიანი!“.

„მინდა გულის ტკივილი გამოვხატო ამ არაჩვეულებრივი ადამიანის დაკარგვაზე, რომლის შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა და უდიდესი მოტივაციით და პოზიტივით უმკლავდებოდა ყველა დაბრკოლებას. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო და მასთან მემუშავა, მადლობა მინდა გადავუხადო იმ გამოცდილებისთვის, რაც მასთან ურთიერთობით მივიღე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს, ვთვლი, რომ მთელ ქვეყანას დააკლდება. ნათელში იყოს შენი სული, ტუხა“.

 

მსგავსი თემები