იტალიაში საქართველოსა და ლიეტუვის მოქალაქეები დააკავეს

იტალიაში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს 3 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მეპატრონე სახლში დახვდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. დაკავების დროს კი პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. დაკავებულების ჩხრეკისას ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები