ისრაელში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა. მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას.

ასევე, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა. კესარიაში, ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციის წინ შეკრებილი მომიტინგეები სკანდირებდნენ ,,შეთანხმება, ახლავე!“

ცნობისთვის, „ჰამასი“ ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

მსგავსი თემები