,,სისულელეზე თავის მართლებას არ ვაპირებ, მამუკა გამყრელიძემ რა იცის, ბრიუსელში იყო?”- პაატა მანჯგალაძე

სისულელე და ბოდვაა, დადასტურდა, რომ ასე არ არის. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ არ შეხვედრია ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციიდან ამას იტყოდა. არ ვიცი, გამყრელიძეს ისეთი რა აქტივობა აქვს, რომ მის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ?, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე  „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანის, მამუკა გამყრელიძის  განცხადებას.

მისი თქმით, არ აინტერესებს, ვინ რა თქვა.

„ცხრა რეკომენდაცია შევასრულოთ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა. მაინტერესებს, რეკომენდაციებს როგორ ვასრულებთ. მიზანმიმართულად ამოწეული საკითხია, რომ სისულელეზე თავი მამართლებინოთ. სისულელეზე თავის მართლებას არ ვაპირებ. ეს ეტაპი გავიარეთ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს. ახლა რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ, ამაზე დავხარჯოთ დრო და რესურსი. მამუკა გამყრელიძემ რა იცის, ბრიუსელში იყო? ჩვენ ყველგან ვამბობდით, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდებოდა, რათა რუსეთს არ ჩაეთვალა, რომ დასავლეთმა საქართველო რუსეთს დაუთმო. ბრიუსელში ვსაუბრობდით, საქართველოს სტატუსი როგორ მიეღო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

,,ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო” – მამუკა გამყრელიძე

მსგავსი თემები