მეუღლეზე ძალადობისთვის დაკავებულ მერიის თანამშრომელს გირაო შეუფარდეს

ტყიბულის მერიის თანამშრომელს, რომელიც მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიან გირაოს. სხდომას დაკავებულის მეუღლეც, დაზარალებულიც ესწრებოდა და მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ბრალდების ინფორმაციით, 15 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიულად დააკავეს.

მსგავსი თემები