,,ერთი სული ჰქონდათ კალაძეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი ან ორი თვით წერეთლის რეაბილიტაციის დასრულებამო, ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან დაგეშილები” – ზარქუა

“ერთი სული ჰქონდათ, კახი კალაძეს დღეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი თვით ან ორი თვით წერეთლის რეაბილიტაციის დასრულებამო. ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან ახლა აქცენტირებული და დაგეშილები,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ”ყველა ფრონტი აქვთ გახსნილი ამ ხელმოცარულებს”.

,,დედაქალაქის მერი გამოვიდა დღეს და წერტილი დაუსვა და თქვა, როგორც იყო დაგეგმილი თავიდანვე, იანვრის ბოლომდე წერეთლის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება გაგიჟებულები არიან, რა ქნან არ იციან. ვიღაცამ თქვა, რომ ნაცების დროს დამთავრებული იქნებოდაო. კი, მეც გიდასტურებთ, იმიტომ რომ ზედაპირულად აკეთებდნენ. ჩვენ არა ერთი პროექტი გვინახავს ბატონი უგულავასი, 50 მილიონი რომ მოპარა დედაქალაქს, ეს რაც დავუმტკიცეთ. ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ამ ოპოზიციას ცხვირწინ უნდა დავუდოთ, თუ როგორ აკეთებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ხელწერა არის ჭავჭავაძის რეაბილიტაცია და მთლიანად გაკეთება. კალაძესთან დაახლოებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს ტენდერში და ახლა რომ შეუწყვიტა და გააგდო, ახლა არ არიან? ეს არის ამათი მორალი და ხელწერა” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები