ხატი, სადაც სტალინიც იყო გამოსახული, ტაძრის დაცულ სივრცეში გადაიტანეს

წმინდა მატრონას ხატთან დაკავშრებით, რომელზეც სტალინია გამოსახული, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ხატი დაცულ სივრცეში გადაიტანეს.

„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ“,- აცხადებს  სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ ხატს საღებავი შეასხეს და მის ტაძრიდან გატანას და სტალინის გამოსახულების წაშლას ითხოვენ. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ხატის გადაწერა მოხდება, სადაც სტალინი არ იქნება.

 

მსგავსი თემები