ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით – ირაკლი კობახიძე

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა როგორი წარუმატებელიც იყო მათი მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები