ჰუსიტები თავს დაესხნენ ბერძნულ გემს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს, სადაც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებდა.

მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი, საქართველოს მოქალაქე, უკრაინის 20 მოქალაქე და ფილიპინების სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ.

ყველა მათგანი ჯანმრთელი და უვნებელია.

,,ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟი გაფრთხილებას არ დაემორჩილა. იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გადაწყვეტილების განხორციელებას წითელ და არაბეთის ზღვაში ისრაელისკენ მიმავალი გემების დაბლოკვის შესახებ, სანამ არ შეწყდება ომი ღაზას სექტორში”, – განაცხადა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები