ძალადობის მსხვერპლ ქალებს ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეეძლებათ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, მენტალური, სექსუალური, ფიზიკური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეეძლებათ.

იმ შემთხვევაში თუ ქალები ლტოლვილის სტატუსისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ,  შეეძლებათ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში მოხვედრა მაინც შეეძლებათ,  თუ მათი მოკვლის ან მათზე ძალადობის რეალური რისკი არსებობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ  ქურთი წარმოშობის თურქი ქალის საქმეზე მიიღო. ქალი თავშესაფარს ბულგარეთში ითხოვდა და აცხადებდა, რომ ოჯახმა ძალდატანებით გაათხოვა და ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

მისივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა თუ ოჯახი თურქეთში დააბრუნებდა.

ბულგარეთის სასამართლომ საქმე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადააბარა, რომელმაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილება შეიტანა და განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც შეეძლებათ.

 

მსგავსი თემები