,,პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას, რომ გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ მან გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ექნება პოლიტიკური შეხვედრები და პარალელურად, იქნება შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში.

„ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა, საქართველო გამოჩნდეს და მოხდეს ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პოზიციონირება. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ მან გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორივე მიმართულებით გამართავს შეხვედრებს. იქნება პოლიტიკური შეხვედრები და პარალელურად, იქნება შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში, რომელიც ეხება როგორც ევროპას, ევროკავშირს, არსებულ გამოწვევებს ზოგადად. დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო, შედეგიანი დისკუსიები და საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. ქვეყანამ, რომელმაც მოიპოვა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მის მიმართ გაზრდილია ინტერესი სხვადასვა საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების მხრიდან, რადგანაც ჩვენი ქვეყანა საინვესტიციო თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა და სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში პრმიერ-მინისტრის გამართული შეხვედრები მოემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები, იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და განახორციელონ ინვესტიციები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები