პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე ისევ საპოლიციო ძალები განლაგდნენ

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებს 1 საათიანი შესვენების შემდეგ, ისევ საპოლიციო ძალები იკავებენ. ადგილზე ხმაური იყო, პოლიცია მომიტინგეებისგან გზის სავალი ნაწილის გახსნას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 1 საათის წინ, მას შემდეგ დატოვეს, რაც რუსული კანონის მესამე მოსმენით მიმღებმა დეპუტატებმა კომიტეტის 1 წუთიანი სხდომა დაასრულეს და პარლამენტიდან სწორედ საპოლიციო ძალების დახმარებით გაიყვანეს.

მსგავსი თემები