,,შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება“- პაკისტანი ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს.

უწყების პრესსპიკერის, მუმტაზ ზაჰრა ბალოჩის თქმით, ისლამაბადი ირანიდან ელჩს გამოიწვევს. ამასთან, ირანის ელჩს პაკისტანში, რომელიც ამჟამად ირანში იმყოფება, პაკისტანში არ შეუშვებენ.

„ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და არავითარი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას და შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება“, – განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები