იემენის „ჰუსიტები“ ტერორისტთა სიაში ბრუნდებიან

ამერიკის შეერთებული შტატები იემენის „ჰუსიტებს“ ისევ ტერორისტთა  სიაში მოაქცევს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი „ჰუსიტების“ მხრიდან წითელ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებია.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენეის „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა გამახორციელეს.  „ჰუსიტების“  განცხადებით, ისინი პალესტინელების  მხარდასაჭერად მოქმედებენ.

ამერიკული სანქციები ფინანსური ინსტიტუტების მიერ „ჰუსიტების“ ანგარიშების გაყინვასა და მათი ოჯახის წევრებისისთვის ამერიკაში შესვლას კრძალავს.

 

 

მსგავსი თემები