გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოუყოფს – შოლცი

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინას წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.

შოლცმა და ბაიდენმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.

“2024 წელს გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო საქონლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები