,,მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ და აბა მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია”- ლევან ხაბეიშვილი

,,მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ და აბა მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი საკრებულოში დაიბარა.

,,მე მინდა, კალაძეს, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით რომ გამოირჩევა თითქოს და მთავრობის სხდომაზე თავის მოურავებთან ერთად ზის ხოლმე, კახი, შემდეგ საკრებულო სხდომაზე, უახლოესი იქნება რამდენიმე დღეში, გთავაზობ, თუ მატყუარა არ ხარ, თუ აფერისტი არ ხარ, თუ კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, რაც მთავარია, აი კითხვები, რაც გვაქვს, მე ვაპირებ, რომ საკრებულოს სხდომაზე მოვიდე და თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, თუ მტყუანი არ ხარ, გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარ სამსახურის თანამშრომლები, ფაქტობრივად, 5-10 მილიონს რომ ხარჯავ ხალხის ფულს, ეგენიც ყველა მოიყოლე, ბერაც გამოიყოლე, შენი ძმაკაცები, სპორტსმენები, შენი ზონდერები მოიყვანე, მზად ვარ, მოვიდე და შეკითხვები დაგისვა, რაც მოქალაქეებს აინტერესებთ და გაეცი ხალხს პასუხი. მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ და აბა მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია. თუ ვაჟკაცობა გეყოფა, მე მზად ვარ, შემდეგ საკრებულო სხდომაზე გესტუმრებით ერთი რამის გამო, რომ დაგისვა ის შეკითხვები, რომლებიც თბილისელებს აქვს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები