რუსთავში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციაა “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლელა ლუარსაბიშვილის ინფორმაციით, დაღუპული კომპანიის თანამშრომელია.

,,პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანავუგრძნობთ. ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე ინახება ამორტიზებული ტექნიკაც. ერთ-ერთი ასეთი იყო ძველი ავტობუსის რკინის კარკასი, რომელშიც გაჩნდა ცეცხლი. ამ დროს ჩვენი თანამშრომელი იმყოფებოდა ამ ადგილას და ცეცხლს ემსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა მიზეზს დაადგენს”, – განუცხადა ლუარსაბიშვილმა “ინფო რუსთავს”.

მსგავსი თემები