წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ოთხ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება – ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ოთხ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ.

„მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი. ეს დოკუმენტაცია დაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო, შესაბამისად გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მდგომარეობით, უკვე ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიები არიან კომპანია „ენკო“, კომპანია „პარმა“, კომპანია „ჯეო გრუპი“ და კომპანია „ბლექ სი გრუპი“, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად სამუშაოები, – განაცხადა ბენდელიანმა.

მსგავსი თემები