,,2023 წლის პირველი ცხრა თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკისა და ფრიმენ-სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (FSI) დირექტორის, ელჩი მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით ახალი კვლევა მოამზადეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მიერ განადგურებული ან ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში აღმოჩენილია 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები.

„რუსეთის იარაღის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვა არის საკვანძო. სწორედ ეს მიმაჩნია ნომერ პირველ პრიორიტეტად სასანქციო პოლიტიკისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ჩვენი ჯგუფის ექსპერტები მიუთითებენ ეფექტიანობის გაძლიერების ბევრ გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა „ფრიმან სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.

მსგავსი თემები