,,უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია” – დიმიტრი მედვედევი

უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია – ამის შესახებ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე წერს.

მისივე განმარტებით, “არის 100%-იანი ალბათობა ახალი კონფლიქტის, მიუხედავად იმისა, რა უსაფრთხოების დოკუმენტებს მოაწერს ხელს დასავლეთი მარიონეტ კიევის რეჟიმთან. ამას ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა შეუშლის ხელს. ეს შეიძლება მოხდეს ათ ან ორმოცდაათ წელიწადში.”

“მე ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ უკრაინაზე. რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახლა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უკრაინის სახელით სიმსივნური ზრდის სათავეში, ეს არ შემატებს მის მმართველობას ლეგიტიმაციას და თავად “ქვეყნის” იურიდიულ სიცოცხლისუნარიანობას. და, შესაბამისად, ახალი ბრძოლის ალბათობა გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. თითქმის ყოველთვის. უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა “მიხვდება, რომ ცხოვრება დიდ საერთო სახელმწიფოში, რომელიც ახლა ძალიან არ მოსწონთ, სიკვდილს სჯობს” – წერს მედვედევი.

მსგავსი თემები