,,გუშინ ვხალისობდი ოპოზიციის ისტერიკაზე, ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას”- კახა კალაძე

დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს, ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, გამოწვევები, გადაადგილების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად ხომ შეუძლებელია სამუშაოების წარმოება.

,,გუშინ მთელი დღე ვაკვირდებოდი და ვხალისობდი მათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება კიდევ გაგცემთ შესაბამის პასუხს, რადგან თქვენ ხართ უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც ინტერესი არ აქვთ ქვეყნის განვითარების, ინტერესი არ აქვთ ის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თქვენი ბინძური განცხადებები, რასაც კადრულობდით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რა განცხადებებს აკეთებდით. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, რომლესაც შენი ქვეყანა გიყვარს და ხალხს პატივს სცემ, გააკეთო ის განცხადებები რასაც თქვენ კადრულობდით, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და აფასებს. გუშინ რომ ვაკეთებდით ანალიზს, ვინ აქტიურობდა ყველაზე მეტად და ვის ჰქონდა ისტერიკა, ეს იყო კოლექტიური სანაცეთი და ხანდაზმული თაღლითების წარმომადგენლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები