,,გახარია ცუდ მდგომარეობაშია, პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს”- მაჭარაშვილი

გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთან 10:0 წააგო.

„არც „ნაცმოძრაობასთან“ მიტმასნება უნდა იმას, ვინც უკვე კოალიციაშია ან „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტია, იქნება ეს გიორგი გახარია, „ლელო“ და ა.შ. თან ვერც იმას ახერხებენ, რომ თავად რაღაც ნიშა დაიკავონ. გახარიას პარტიის წევრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთან 10:0 წააგო. ეს  ნიშნავს, რომ თავად გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე. „ლელო“ ამბობს, რომ ბარიერს კოალიციის გარეშე გადალახავს, როცა საკუთარ რიგებში „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული ხალხი ჰყავთ. გახარია და „ლელო“ ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ უნდათ, იგივეს ამბობს „ნაცმოძრაობა“, არც ერთი მინდა და არც მეორეო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები