ირანის საჰაერო თავდასხმას 2 ბავშვი ემსხვერპლა – პაკისტანი

პაკისტანის განცხადებით,  ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა დაჯგუფება ჯაიშ ალ ადლის ორ ბაზაზე.

პაკისტანი არ აკონკრეტებს თუ რა ტიპის საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა და კონკრეტულად სად მოხდა ინციდენტი. მათი ცნობით, საპროტესტო ნოტა გამოეცხადა თეირანს და ისლამაბადში ირანის მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ისლამაბადის  თქმით, ინციდენტს შეიძლება მოჰყვეს “სერიოზული შედეგები” და “სრულიად მიუღებელი” იყო პაკისტანის საგარეო უწყების სპიკერის მიერ ოთხშაბათს დილით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები