უხვი ნალექის გამო გერმანიის რეგიონებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. მიუნხენის აეროპორტმა 250 რეისი გააუქმა შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც.
მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში ძლიერად თოვს, ზოგან კი წვიმს. ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო, წვიმის სახით მოსული ნალექი მალევე იყინება და გზებზე სახიფათო მდგომარეობას ქმნის.
ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილით სარგებლობისგან თავის შეკავებისკენ და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.