,,ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს” – ღარიბაშვილი

ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

მთავრობის მეთაური მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს.

,,ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყველასთვის, ვინც გულითა და სულით ზეიმობს ამ დიდ დღესასწაულს. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას!”, – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი თემები