რუსეთი ხერსონისა და დნეპრის დასახლებულ რაიონებს ბომბავს

რუსეთი ხერსონისა და დნეპრის დასახლებულ რაიონებს ბომბავს. ხერსონის ოლქის სოფელ ინგულეცში სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი აგრარული საწარმო განადგურდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

პარალელურად, რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტზე ძალისხმევას აძლიერებს. ავდეევკის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქალაქზე მასირებული შტურმი დაიწყეს, რამაც ვითარება უკიდურესად გაართულა, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, პუტინი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს და მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ავდეევკის აღებას ვერ შეძლებს.

ფრონტის ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტიც.

მსგავსი თემები