ქუთაისში, ბუნებრივი აირით მოწამლულ 5 პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ქუთაისში, ბუნებრივი აირით მოწამლულ 5 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან და სამედიცინო დაწესებულებებს უახლოეს დღეებში დატოვებენ.

ექიმების თქმით, პაციენტებს ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ. მათი ინტოქსიკაცია წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

,,პაციენტი მოყვანილია 112-ის მიერ. უჩიოდა თავბრუსხვევას, გულის რევის შეგრძნებას, წონასწორობის დარღვევას. პაციენტის და 112-ის ექიმის გადმოცემით, ინტოქსიკაცია, ანუ მოწამვლა მიიღო გაუმართავი გამათბობლით…ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია”, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ერთი ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირით მოიწამლა. მათგან ერთი არასრულწლოვანია. ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები და მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

მსგავსი თემები