უკრაინაში რუსეთის აგრესიას 515 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 515 ბავშვი დაიღუპა, სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით დაშავდა 1 182-ზე მეტი მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

დონეცკის რეგიონში – 498;
ხარკოვის ოლქში – 306;
კიევის ოლქში – 143;
ჩერნიგოვის ოლქში – 72;
ლუგანსკის ოლქში – 67;
ნიკოლაევის ოლქში – 97;
ხერსონის ოლქში – 132;
ზაპოროჟიეს ოლქში – 99;
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777;
ლუგანსკის ოლქში – 67.

უწყების თქმით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მსგავსი თემები