აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდაცვის მდივანი გამოჯანმრთელების პროცესშია და დღეს ელოდება, რომ სრულფასოვნად განაახლებს მოვალეობის შესრულებას.

პენტაგონში ასევე განაცხადეს, რომ ლოიდ ოსტინის საავადმყოფოში ყოფნის დროს, კეტლინ ჰიქსი, თავდაცვის მდივნის მოადგილე, “მზად იყო ემოქმედა და განეხორციელებინა მდივნის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში”.

მსგავსი თემები