გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„მეგობრებო ყველას დიდი მადლობა, ყველას ასეთი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ შევძელი პასუხების გაცემა ამ ეტაპზე. ახლა ისევ ვიმყოფები განყოფილებაში და სხვა დეტალებს ეტაპობრივად გაგაგებინებთ!!

დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“,- წერს გიორგი ნაზღაიძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანს, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ თავს დაესხა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები