ალილოს მსვლელობა საქართველოში

საქართველოში შობის დღესასწაულს განსაკუთრებულად ხვდებიან. შობის დღესასწაულისთვის წინა ღამეს ემზადებიან, სადაც ყველა ოჯახში ცხვება საშობაო, იგივე გურული ღვეზელები. ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა აქვს, შიგთავსი კი მოხარშული კვერცხისა და ყველისგან შედგება. როგორც ამბობენ, ოჯახში იმდენი ღვეზელი უნდა გამოცხვეს, რამდენი  წევრიცაა.

შობის დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია ალილოს მსვლელობა, რომელიც კოსტუმირებული წარმოდგენით მიმდინარეობს და რომელიც შობის ღამეს ასახავს.

მოგვებისა და მწყემსების სამოსით შემოსილი მსვლელობის მონაწილეები იკრიბებიან ყველა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საიდანაც იწყება მსვლელობა. მსვლელობა ნიშნავს  ქალაქის ცენტრალური ნაწილის ფეხით შემოვლას, სხვადასხვა დაწესებულებებთან შეჩერებას და საჩუქრებისა და ნობათის აგროვებას. მსვლელობის მონაწილეები გადაადგილდებიან როგორც ფეხით, ისე ხარებითა და ურმებით, რომელიც იტვირთება სურსათ-სანოვაგით.

კერძოდ, მსვლელობის მონაწილეები გზად ხვდებიან რიგითი მოქალაქეები, დაწესებულებების წარმომადგენლები, მთავრობის თუ პარლამენტის წევრები, კალათებით სავსე ტკბილეულობას, სურსათს თუ სხვა საჩუქრებს ტვირთავენ ურმებში და ასე გრძელდება მსვლელობა რამდენიმე საათის განმავლობაში.

ბოლოს, მსვლელობა ტაძარში სრულდება, სადაც შეგროვილი საჩუქრები ჩამოიტვირთება და შემდეგ კი ის ტაძრებში, ბავშვთა სახლებში თუ სხვა დაწესებულებებში ნაწილდება.

ეს არის ძალიან ლამაზი სანახაობა, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს. მსვლელობაში ჩართულები არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.   მსვლელობას პრეზიდენტიც უერთდება თავისი სასაჩუქრე კალათებით.

შობის დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. ბოლოს კი მსვლელობის მონაწილეებს პატრიარქი ლოცავს. მსვლელობას კი თან მიჰყვება მგალობელთა გუნდი.

7 იანვარს ალილოს მონაწილეები 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობა დაიწყება. მსვლელობა კი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასრულდება.

 

 

 

მსგავსი თემები