ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ცნობისთვის, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

მსგავსი თემები