ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები