ქუთაისში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში, ბუნებრივი აირით  ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ხუთივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები და მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

მსგავსი თემები