,,ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად, კონცერტებზე მაინც გამოდიოდა… ენით აღუწერელი მეგობრობა იცოდა” – გია გოგორიშვილი

59 წლის მომღერალი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა. თუმცა, როგორც მუსიკალური პროდიუსერი, გია გოგორიშვილი ამბობს, ავადმყოფობას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ კონცერტებში მონაწილეობა მიეღო.

,,კაკულიმ იავადმყოფა. მძიმე სენს ებრძოდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა, იმედი გვქონდა მაინც, მაგრამ… ისე მედგრად იყო, ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად. ტკივილებით კონცერტებზეც გამოდიოდა.

ბოლო წელიწად-ნახევარი განსაკუთრებით დიდ ბრძოლაში იყო სენთან და ტკივილებთან, მაგრამ გასტროლებზე დადიოდა.

დაახლოებით ერთი წლის წინ იყო საქართველოში, ზუსტად არ მახსოვს, ნიკა არაბიძესთან იყო, თუ ვანო ჯავახიშვილთან.

კაკული და მერაბ სეფაშვილი ძმებივით იყვნენ. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ. ცუდად რომ იყო, მერაბი ორი კვირის წინ ჩასული იყო სანახავად”, – განაცხადა პროდიუსერმა.

მსგავსი თემები