იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს მიუახლოვდა

იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს მიუახლოვდა. დაკარგულთა რიცხვი 211-მდე შემცირდა, ხოლო ევაკუაციის ცენტრებში 34,000 ადამიანი რჩება.

,,აშშ არის აქ, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს მეგობარს და მოკავშირეს მიწისძვრის საპასუხოდ. მზადდება სამხედრო ლოგისტიკური დახმარება, საკვები და სხვა მარაგი”, – დაწერა აშშ-ის ელჩმა იაპონიაში, რაჰმ ემანუელმა X-ზე.

შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.

მსგავსი თემები