,,ახლა გონებრივად ჩამორჩენილი პრეზიდენტის ყოლის დრო არ არის” – დონალდ ტრამპი ბაიდენზე

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

,,მისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის გამო, ჯო ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის”, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში.

,,ახლა გონებრივად ჩამორჩენილი პრეზიდენტის ყოლის დრო არ არის”, – დასძინა მან.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ამერიკული დემოკრატია.

,,დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. ის მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების მოსაპოვებლად”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტი პენსილვანიის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და მას პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა უწოდა.

მსგავსი თემები